ერევნის მერი აიკ მარუთიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც სომხურ მედიას მერის პრესმდივანმა განუცხადა, მარუთიანს აქტიური კონტაქტი ჰქონდა მერიაში მომუშავე კორონავირუსით ინფიცირებულ თანამშრომელთან.
როგორც სომხეთის დედაქალაქის პრესსამსახურში აცხადებენ, მერი მუშაობას დისტანციურად გააგრძელებს.
9 ივნისის მონაცემებით, სომხეთში „კოვიდ-19“-ის 13 675 დადასტურებული შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაიცვალა 217 პაციენტი, ვირუსისგან 4 451 ადამიანი განიკურნა.