ერევანში სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება
ერევანში სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომა იმართება. ქართულ დელეგაციას ვიცე-პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, მათ შორის ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ცქიტიშვილმა სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორუმზე მიიწვია. ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო ასპარეზზე დაფიქსირებული პოზიციისთვის.