ერევანში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა
ერევანში სავაჭრო ცენტრში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 20 დაშავდა. ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილში მოხდა, სადაც პიროტექნიკა ინახებოდა.
საგანგებო სამსახურების ცნობით, სავაჭრო ცენტრში ხანძარია და შესაძლოა, შენობაში კიდევ იმყოფებოდნენ დაშავებულები. არ არის გამორიცხული მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო ბრიგადები და მაშველები.