ერაყში მდებარე სამხედრო ბაზა ტაჯიზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბაზაზე ამერიკელი სამხედროებიც იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად ჯარისკაცები არ დაშავებულან.
როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ბაზის მიმართულებით „კატიუშას“ ტიპის რაკეტები ისროლეს. ყველა რაკეტა სამხედრო ობიექტის სიახლოვეს აფეთქდა.
ერაყში მდებარე სამხედრო ბაზებზე, სადაც ამერიკელი სამხედროებიც იმყოფებიან, მანამდეც რამდენჯერმე მიიტანეს იერიში. ეს მას შემდეგ ხდება, რაც 3 იანვარს აშშ-ის იერიშის შედეგად, ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე, გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია მოხდა.