ერაყში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო
ერაყში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო

ერაყის ქალაქ ერბილში, აშშ-ის საკონსულოსთან რამდენიმე აფეთქება მოხდა. დაღუპულია, სულ მცირე, ოთხი ადამიანი, ხოლო ექვსი დაშავდა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აიღო.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ერაყის მთავრობა დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავს, რომელიც ირანის მიერ ერაყის ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევასა და ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების შეთანხმების შეუსრულებლობის საკითხს შეეხება.