ერაყის ქალაქ აბასში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა
ერაყში, კირკუკის სიახლოვეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი დანაღმული ავტომობილით საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაეჯახა. შემთხვევა კირკუკიდან 65 კმ-ის დაშორებით, ქალაქ აბასში მოხდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.