ერაყის ქალაქ აბასში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა

12:24, 30.08.2018

ერაყში, კირკუკის სიახლოვეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სულ მცირე ორი სამართალდამცველი ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი დანაღმული ავტომობილით საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დაეჯახა. შემთხვევა კირკუკიდან 65 კმ-ის დაშორებით, ქალაქ აბასში მოხდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

მსგავსი