ექვს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
ექვს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის ექვსი თვის წინასწარი მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგინა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 95.4 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ზრდა +7%).

ივნისში შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 340 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.6 მილიონით მეტია 2018 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +4.5%).