საქსტატი - 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 152 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქსტატი - 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 152 მილიონ ლარს გადააჭარბა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 152.6 მილიონი ლარი შეადგინა.

აქედან, საქსტატის ცნობით, საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 71.2 პროცენტს შეადგენს, ხოლო 28.8 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 70.7 პროცენტი ამანათების მიწოდებიდან არის მიღებული, რომლის 76.2 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 23.8 პროცენტი – ადგილობრივ გზავნილებზე.

უწყების ანგარიშის მიხედვით, საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2022 წლის განმავლობაში გაგზავნილია 5 379.3 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 7 403.1 ათასი ამანათი. 2022 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.7 ათას კაცს შეადგენდა, მათ შორის 1 124 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.