ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მიზეზის გამო, ჩინეთის მოქალაქეების მოგზაურობა არ შეზღუდონ
ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მიზეზის გამო, ჩინეთის მოქალაქეების მოგზაურობა არ შეზღუდონ

ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, არ შეზღუდონ ჩინეთის მოქალაქეების მოგზაურობა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული მიზეზით.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შესვლაზე შეზღუდვებს, რომლებიც ზოგიერთმა ქვეყანამ მხოლოდ ჩინეთს დაუწესა, სამეცნიერო საფუძველი არ აქვს და ზოგიერთი გადაჭარბებული პრაქტიკა მიუღებელია.

„მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირების მცდელობებს. მივიღებთ შესაბამის ზომებს სხვადასხვა სიტუაციაში ორმხრივობის პრინციპის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები ჩინეთიდან ჩასულ მოგზაურებზე კოვიდის ტესტებს მოითხოვენ.