„ექსპოჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
„ექსპოჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. Wineexpo georgia რეგიონში სფეროს ერთ ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია  ალკოჰოლურ სასმელებსა და მათი წარმოებისთვის საჭირო მასალებსა და მომსახურებაზე.

საერთაშორისო გამოფენაზე 12 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი. გამოფენის ფარგლებში ღვინის კონკურსიც ჩატარდა.

საერთაშორისო ჟიურის წევრებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინეს, საუკეთესო ღვინოებს კი უმაღლესი ჯილდო ტროფი მიანიჭეს .