ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
კერძოდ, როგორც ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების გამო და საქართველოს მთავრობის მიერ საჯაროდ გაცხადებული რეკომენდაციების შესაბამისად, ექსპერტიზის ბიურო მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე წყვეტს ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრის მიზნით ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას ამონასუთქ ჰაერში.
ბიურო აგრძელებს ალკოჰოლის შემცველობის განსაზღვრას სისხლის ანალიზის მეთოდით.
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცნობით, აღნიშნული კვლევისთვის ნიმუშის ასაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ კლინიკებს:
შპს. „აკად.ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი (ქ.თბილისი)
შპს „ჯეო ჰოსპიტალი“ გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი (ქ.გურჯაანი)
შპს „ჯეო ჰოსპიტალი“ დუშეთის სამედიცინო ცენტრი (დუშეთი)
სს. „ქ.რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“ (ქ.რუსთავი)
შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ მესტიის საავადმყოფო (მესტია)
შპს „მედიქალ პარკი საქართველო“ ხაშურის საავადმყოფო (ქ.ხაშური)
შპს „მედალფა“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრი (ქ.ოზურგეთი)
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ასპინძა (ქ.ასპინძა)
შპს „ო.ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალ.ო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი“ (ქ. ქუთაისი)
შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“ (ქ.ბათუმი)
სს ქ. ზუგდიდის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო „ რესპუბლიკა“ (ქ.ზუგდიდი)
შპს „არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხი (ქ.ლაგოდეხი)
შპს „არქიმედეს კლინიკა“ სიღნაღი (ქ.სიღნაღი)
შპს „არქიმედეს კლინიკა“ სენაკი (ქ.სენაკი)
სს-საჩხერის რაიონული საავადმყოფო – პოლიკლინიკური გაერთიანება (ქ.საჩხერე)
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში ბიუროს ნარკოლოგიური განყოფილებები მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე წყვეტენ 24 საათიან მომსახურებას და სამუშაო საათები განისაზღვრება სამუშაო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) 09.00 საათიდან -18.00 საათამდე. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე ბიუროს სერვისებთან დაკავშირებით ნებისმიერ კონსულტაციას ბიურო გაწევს დისტანციურ რეჟიმში“ ,- განმარტავენ ექსპერტიზის ბიუროში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.