ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ეს არის პირველი კორონავირუსი, რომელიც პანდემიად გამოცხადდა.

„ჩვენ მიერ გაკეთებული შეფასებით, „კოვიდ-19“-ის დახასიათება შესაძლებელია, როგორც პანდემია“, –  განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მისი თქმით, სიტუაციის პანდემიად შეფასება არ ცვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საფრთხის შეფასებას.

„ეს არ ცვლის იმას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს და არ ცვლის იმას, რაც ქვეყნებმა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა: „ჩვენ არასდროს გვინახავს აქამდე კორონავირუსით გამოწვეული პანდემია. ასევე, არასდროს გვინახავს პანდემია, რომელიც შეიძლება ამავე დროს გაკონტროლდეს“.

„ქვეყნებს ყოველდღე საგანგებო და აგრესიული ზომებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ განგაშის ზარებს ხმამაღლა და მკაფიოდ ვრეკავთ“, – განაცხადა მან.

ახალი​ კორონავირუსი პირველად ჩინეთში, დეკემბრის დასაწყისში, დაფიქსირდა. მას შემდეგ კი, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.