ექსპერტი - დადუნაშვილისა და სარალიძის სხეულზე მჩხვლეტავი მჭრელი საგნის გარდა, სხვა საგნით მიყენებული დაზიანებები არ ყოფილა
ექსპერტი - დადუნაშვილისა და სარალიძის სხეულზე მჩხვლეტავი მჭრელი საგნის გარდა, სხვა საგნით მიყენებული დაზიანებები არ ყოფილა

დადუნაშვილისა და სარალიძის სხეულზე, არც ჩვენ მიერ გამოკვლეულ კანის პრეპარატებზე, მჩხვლეტავი მჭრელი საგნის გარდა, სხვა საგნით მიყენებული დაზიანებები არ ყოფილა , – ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა საგამოძიებო კომისიის წევრ ანრი ოხანაშვილის კითხვას უპასუხა, გამოიყენა თუ არა ვინმემ ხორავას ქუჩაზე მკვლელობისას მაკრატელი.

კერძოდ, ანრი ოხანაშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იკვეთება თუ არა რაიმე სამკუთხედი ფორმის, ან მაკრატლისმაგვარი საგანი, როგორც დამაზიანებელი ობიექტი დადუნაშვილისა და სარალიძის სხეულზე არსებულ ჭრილობებთან მიმართებაში. ამასთან, გამორიცხულია თუ არა გავრცელებული ვერსია, თითქოს ვინმემ მაკრატლით მიაყენა არასრულწლოვნებს ჭრილობა.

„მაშინ ისიც უნდა იყოს მითითებული, როგორ მოქმედებას თვლიან მაკრატლის მოქმედებად. ორსაგნიანია მაკრატელი და ჭრის, ხო? თუ წარმოვიდგენთ, ეგეთი არც ერთი ჭრილობა არ არის სხეულზე“, – განაცხადა ექსპერტმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ექსპერტებს დღეს დახურულ სხდომაზე მოუსმინეს.