ექსპერიმენტულმა საშუალებამ კიბოს უჯრედები ყოველგვარი პრეპარატის გამოყენების გარეშე გაანადგურა — #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა შექმნეს კიბოს მკურნალობის უახლესი მეთოდი, რომელიც ე. წ. ტროის ცხენებით თავდასხმით სიმსივნის უჯრედებს თვითგანადგურებას აიძულებს, ყოველგვარი პრეპარატის გამოყენების გარეშე.
მეთოდის საკვანძო საშუალებაა სპეციფიკური ამინომჟავით, სახელად L-ფენილალანინით დაფარული ნანონაწილაკი. ცნობილია, რომ ეს მჟავა ერთ-ერთია იმ რამდენიმე ასეთ მჟავას შორის, რომლებზეც დამოკიდებულია კიბოს უჯრედების ზრდა. L-ფენილალანინს სხეული არ აწარმოებს — იღებს ხორციდან და სხვა ყოველდღიური საკვები პროდუქტებიდან.
თაგვებში ტესტირებისას, ნანონაწილაკმა, სახელად Nano-pPAAM-მა, იგივე ფენილალანინის ნანოსკოპურმა ფოროვანმა ამინომჟავა მიმბაძველმა, კიბოს უჯრედები სპეციფიკურად და ეფექტიანად დახოცა; თავიდან ის მეგობრული ამინომჟავასავით ჩანს, იქამდე, ვიდრე კიბოს უჯრედებს საკუთარი თავის განადგურებას აიძულებს.
თვითგანადგურების რეჟიმი მაშინ ირთვება, როდესაც ნანონაწილაკი იწყებს გარკვეული ქიმიური ნივთიერებების, რეაქტიული ჟანგბადის ფორმების (ROS) დაჩქარებულ წარმოქმნას იწყებს. ეს კი საკმარისია კიბოს უჯრედების განადგურებისთვის, მაგრამ მეზობელი, ჯანმრთელი უჯრედების ხელუხლებლად დატოვებისთვის.
„ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, ჩვენი მიდგომა მოიცავს ნანომასალის წამლის სახით გამოყენებას წამლის მატარებლის ნაცვლად“, — ამბობს სინგაპურის ნანიანგის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მასალების მეცნიერი დალტონ ტრეი.
მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, Nano-pPAAM-ის კიბოს შერჩევითი და მოკვლის მახასიათებლები თანდაყოლილია და არ საჭიროებს გარე სტიმულით გააქტიურებას. ამინომჟავა L-ფენილალანინი ტროის ცხენის სახით მოქმედებს — ნანოსამკურნალო საშუალება საფარევლით არის შენიღბული.
აღმოჩნდა, რომ Nano-pPAAM-მა თაგვებში მოკლა ძუძუს, კანის და კუჭის კიბოების 80 პროცენტი, დაახლოებით ისე, როგორც თანამედროვე ქიმიოთერაპიული პრეპარატები (მაგრამ რა თქმა უნდა, მთელი რიგი გვერდითი ეფექტების გარეშე). კიბოს უჯრედებისათვის სახიფათო ეს ნაწილაკი ეფუძნება სილიციუმის დიოქსიდის ნანონაწილაკს, რომელიც აშშ-ის საკვების მარეგულირებლების მხრიდან ადამიანისთვის უსაფრთხოდ არის შეფასებული.
ამ მიდგომამ უნდა გაამარტივოს ამ სახის სამკურნალო საშუალებათა წარმოება, თუმცა, ადამიანებში შემოწმებამდე ჯერ გარკვეული ეტაპია გასავლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში და ისიც თაგვებზე შემოწმდა, ადრეული შედეგები იმედისმომცემია და წარმოადგენს ერთ-ერთ გზას იმ რამდენიმე მეთოდს შორის, რომლითაც მეცნიერები კიბოს დამარცხებას ცდილობენ.
ბოლო დროს მრავალი კვლევა ჩატარდა, რომელშიც ნანონაწილაკებმა კიბოს უჯრედები მიზანში უკეთესად ამოიღეს, სხეულის დანარჩენი ნაწილის ძლიერი დაზიანების გარეშე, თუმცა, ამ შემთხვევისგან განსხვავებით, მათი უმეტესობა პრეპარატებს იყენებს.
ეს კი დიდი შვებაა განმეორებადი კიბოების შემთხვევაში, რომლებიც თანდათან ეგუებიან მათ წინააღმდეგ გამოყენებულ პრეპარატებს — ამ მეთოდში მეცნიერებს პრეპარატებს არ იყენებენ და შესაბამისად, არც არაფერია ისეთი, რის მიმართაც კიბო შეიძლება რეზისტენტული გახდეს.
„ეს ახალი მიდგომა ძალიან დიდი იმედს წარმოადგენს კიბოს უმ უჯრედების გასანადგურებლად, რომლებსაც თანამედროვე საშუალებები, მაგალითად, ქიმიოთერაპია ვერაფერს აკლებს“, — ამბობს სინგაპურის ერთ-ერთი საავადმყოფოს ძუძუს კიბოს სპეციალისტი ტან ერნი.
კვლევა ჟურნალ Small-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.