ექიმის ინფორმაციით, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, გიორგი მძინარიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ორი მათგანი უკვე რეანიმაციაშია მოთავსებული, ხოლო ერთს კვლევა უტარდება.
„სამი ქალბატონია შემოყვანილი კატასტროფის ბრიგადის მიერ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. არის სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და არასტაბილური ჰეროდინამიკა. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, გადაყვანილნი არიან რეანიმაციაში, ერთთან მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა გიორგი მძინარიშვილმა.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.