შეიძლება ითქვას, რომ ქირურგებმა ერთი სასწაული უკვე მოახდინეს, შეძლეს გაჩერებული გულის პირობებში მდგომარეობის დასტაბილიზება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის მდგომარეობაზე საუბრისას.
“მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს. შეიძლება ითქვას, რომ ქირურგებმა ერთი სასწაული უკვე მოახდინეს, შეძლეს გაჩერებული გულის პირობებში მდგომარეობის დასტაბილიზება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერაცია. რამდენიმე პროფილის ქირურგი მუშაობს ერთდროულად. ბავშვის მდგორეობა მძიმეა, კრიტიკულია, თუმცა ექიმები ემედს არ კარგავენ. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარეობს ბრძოლა მოზარდის სიცოცხლის გადასარჩენად”,- განაცხდა სოფრომაძემ.
ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. შსს-ს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრეს ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.