ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ექიმ ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის, ნიკოლოზ კვაჭაძის ინფორმაციით, ორივე დაჭრილის, ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ექიმის განმარტებით, ლევან თოფაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და არ არის კონტაქტური, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ორივე პაციენტი სტაციონარულ რეჟიმში აგრძელებს მკურნალობას. არც ერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ექმურება. ორივეს ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. დეტალებს ვერ გავახმაურებ. ერთი-ერთი მათგანი შეიძლება, რამდენიმე დღეში გაეწეროს“ , – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ბუსა ჟვანია, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.