ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს
ენტონი ბლინკენმა და დმიტრო კულებამ სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ და პარტნიორები ერთიანები რჩებიან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, მათ შორის მისი ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის.

როგორც სახელმწიფო მდივანმა სატელეფონო საუბარში აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის უპირველესი ამოცანაა სიტუაციის დეესკალაციის ძალისხმევის მხარდაჭერაა, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ მორიგ სამხედრო აგრესიას მოჰყვება სწრაფი, კოორდინირებული და მძლავრი პასუხი.