ენტონი ბლინკენი - სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის მძიმე სამუშაოა საჭირო
ენტონი ბლინკენი - სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის მძიმე სამუშაოა საჭირო

სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისთვის მძიმე სამუშაოა საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს.

როგორც ბლინკენი ამბობს, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასასრულებლად. ამის შესახებ ბლინკენმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ვაშინგტონმა უმასპინძლა.

ბლინკენმა ამერიკელი ოფიციალური პირების შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნა, რომ ზოგიერთი ყველაზე რთული საკითხი გადაუჭრელი დარჩა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში მიღწეულია პროგრესი, მათ შორის „შეთანხმება რამდენიმე დამატებით მუხლზე“ და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები გაიმართა „გულწრფელად და ღიად“.