ენტონი ბლინკენი - რუსეთის თავდასხმა ლვოვზე კრემლის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა კრემლის აგრესიისგან
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი სამხედროების თავდასხმა უკრაინის ქალაქ ლვოვზე კიდევ ერთხელ აჩვენებს კრემლის სისასტიკეს.
„რუსეთის თავდასხმა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვზე არის კრემლის სისასტიკის კიდევ ერთი მაგალითი, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა კრემლის აგრესიისგან. აშშ-ის ვალდებულება უკრაინის მიმართ ურყევია“, – წერს ენტონი ბლინკენი „ტვიტერზე“.
რუსი სამხედროების მხრიდან ქალაქ ლვოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ათი ადამიანი, დაშავდა 42, მათ შორის – სამი ბავშვი.