ენტონი ბლინკენი - ნატო-ს საიუბილეო სამიტზე განხილული იქნება, რა უნდა გააკეთოს ალიანსმა ერთად, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და დავიცვათ მომავალში დემოკრატია
ნატო-ს საიუბილეო სამიტზე განხილული იქნება, რა უნდა გააკეთოს ალიანსმა ერთად, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და დავიცვათ მომავალში დემოკრატია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ბლინკენმა ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.
„უკრაინისთვის საჭიროა ის, რასაც ჩვენც უნდა მივაღწიოთ ალიანსში. 75-ე საიუბილეო სამიტი განიხილავს არა მხოლოდ წარსულის მიღწევებს, არამედ განსაკუთრებით იმას, რა უნდა გააკეთოს ალიანსმა ერთად, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება და დავიცვათ მომავალში დემოკრატია. ვიფიქრეთ, რომ შესაფერისი იყო ამ ღონისძიების დაწყება მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე აქცენტით“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მიიღებს მონაწილეობას.