ავღანეთიდან მოქალაქეების წარმატებული ევაკუაციისთვის, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა
ავღანეთიდან მოქალაქეების წარმატებული ევაკუაციისთვის, ენტონი ბლინკენმა ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რიგაში, ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ ავღანეთიდან მოქალაქეების გამოყვანაზე ისაუბრა.

ავღანეთიდან 120 ათასზე მეტი ადამიანის წარმატებული ევაკუაციისთვის ენტონი ბლინკენმა ნატო-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

„მე გამოვიყენე შესაძლებლობა, რომ მადლობა გადამეხადა კიდევ ერთხელ ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციის დასრულებაში და ავღანეთიდან 120 ათასზე მეტი ადამიანის წარმატებულ ევაკუაციაში შეტანილი წვლილისთვის, ტრანზიტისთვის სამხედრო ბაზების უზრუნველყოფით, ავღანეთიდან ევაკუირებულებისა და მათი ოჯახების დროებით განთავსებით და ამ ოჯახების ახალ, მუდმივ სახლებში მიღებისთვის. ნატო-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო ამ საქმის გასაკეთებლად“, – განაცხადა ბლინკენმა.