ენტონი ბლინკენი - კრემლის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება სწრაფ და მტკიცე პასუხს საჭიროებს
კრემლის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება სწრაფ და მტკიცე პასუხს საჭიროებს, ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვლადემირ პუტინის განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შესახებ.
„კრემლის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება სწრაფ და მტკიცე პასუხს საჭიროებს და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ნაბიჯებს ჩვენს პარტნიორებათან კოორდინაციით“, – წერს ბლინკენი.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.