ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა
ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში გაემგზავრა.

ისრაელში გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

„ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შემდეგ ჩვენ ასეთი აღვირახსნილობა არ გვინახავს და ჩვენ გავაგრძელებთ მის წინააღმდეგ ძალიან მტკიცედ დგომას“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს დისკუსიები ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ეგვიპტის გავლით ღაზის დატოვების საშუალებას მისცემს.

„ჩვენ ვესაუბრებით ამის შესახებ ისრაელს. ამაზე ვსაუბრობთ ეგვიპტესთანაც. ეს არის უწყვეტი საუბარი. დეტალებს ვერ ჩავუღრმავდები. გვინდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავრწმუნდეთ – და მე ვიცი, რომ ისრაელსაც სურს, დარწმუნდეს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში – რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალდება, მაგრამ ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები თავის დასაცავად. ის უნდა დარწმუნდეს, რომ ნებისმიერი მუდმივი საფრთხე მოხსნილია. ასევე, მიმაჩნია, რომ ისრაელი უნდა დარწმუნდეს, რომ რაც მოხდა, აღარ განმეორდება“, – განაცხადა ბლინკენმა.