აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში იმყოფება, სადაც ის არაბული ქვეყნების ლიდერებს შეხვდება, მათ შორის იორდანიის მეფეს, აბდულა მეორეს.
შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა ისრაელ-„ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა და არსებული ჰუმანიტარული კრიზისი იქნება.
ბლინკენი ამანში უკვე შეხვდა კატარისა და ლიბანის პრემიერებს. შეხვედრას ასევე გამართავს იორდანელ, ლიბანელ, კატარელ, საუდის არაბელ, ეგვიპტელ კოლეგებთან. სახელმწიფო მდივანი ასევე გეგმავს შეხვედრას გაერო-ს წარმომადგენლებთან, რომლებიც რეგიონში პალესტინელ ლტოლვილებთან მუშაობენ.
გუშინ ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება.