ენტონი ბლინკენი - ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით, ეს ტაქტიკა წარსულში ვცადეთ და არ იმუშავა
ენტონი ბლინკენი - ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით, ეს ტაქტიკა წარსულში ვცადეთ და არ იმუშავა

ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას ძვირიანი სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საგარეო პოლიტიკის წარდგენისას განაცხადა. სახელმწიფო მდივანმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.

მისი თქმით, აშშ განაახლებს დემოკრატიას, რადგან ის საფრთხის ქვეშ არის.

„ჩვენ საკუთარ მაგალითს გამოვიყენებთ. წავახალისებთ სხვებს, გაატარონ მნიშვნელოვანი რეფორმები, გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და შეწყვიტონ უკანონო პრაქტიკები. ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. თუმცა, ჩვენ არ წავახალისებთ დემოკრატიას ძვირიანი სამხედრო ინტერვენციებით ან ავტორიტარული რეჟიმების ძალისმიერი დამხობის მცდელობით. ჩვენ ეს ტაქტიკა წარსულში ვცადეთ. როგორი კეთილი ზრახვაც არ უნდა ჰქონოდა, ამან არ იმუშავა“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნები უფრო სტაბილურია, ღია და უკეთესი პარტნიორები არიან აშშ-სთვის.

„ასეთი ქვეყნები მეტად არიან ერთგული ადამიანის უფლებების მიმართ და ნაკლებად მიდრეკილი კონფლიქტისკენ. როდესაც დემოკრატია სუსტია, მთავრობებს არ შეუძლიათ საკუთარი მოქალაქეების უზრუნველყოფა ან ქვეყანა იმდენად პოლარიზებული ხდება, რომ რთულია რაიმეს გაკეთება, რადგან ისინი უფრო მოწყვლადები ხდებიან ექსტრემისტული მოძრაობების მიმართ შიგნიდან და გარე ჩარევის წინაშე. ისინი ნაკლებად სანდო პარტნიორები ხდებიან აშშ-ისთვის. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.