ენტონი ბლინკენი - აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წერს.
როგორც ბლინკენი ამბობს, მსოფლიო რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებით პასუხობს.
„რუსეთმა აირჩია ეს ომი და მსოფლიო პასუხობს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეებისთვის პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრებით. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ენტონი ბლინკენი.