ენტონი ბლინკენი – აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ს სურს, უკრაინაში ომი დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წერს.
როგორც ბლინკენი ამბობს, მსოფლიო რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრებით პასუხობს.
„რუსეთმა აირჩია ეს ომი და მსოფლიო პასუხობს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეებისთვის პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრებით. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამართლიანი მშვიდობით, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ენტონი ბლინკენი.
Russia chose this war, and the world is responding to hold Russia accountable for the atrocities it is committing in Ukraine. We want this war to end as quickly as possible – with a just peace that respect Ukraine’s sovereignty and territorial integrity. pic.twitter.com/qADieZvQFq
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) February 24, 2023