ენტონი ბლინკენი - აშშ ღრმად შეწუხებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას.
ამის შესახებ ბლინკენი „ტვიტერზე“ წერს.
„აშშ ღრმად არის შეწუხებული საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმებას. ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატებისთვის“, – წერს ბლინკენი.