ენტონი ბლინკენი - არცერთი ქვეყანა არ შეეგუება მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას
ენტონი ბლინკენი - არცერთი ქვეყანა არ შეეგუება მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას

არცერთი ქვეყანა არ შეეგუება მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას მიაღწია ისრაელმა თავისი ოპერაციით, გარდა იმისა, რომ „თითქმის 10 000 ადამიანი მოკლა“.

ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმებზე საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ „არცერთი ქვეყანა მსოფლიოში ან თითქმის არცერთი ქვეყანა, უბრალოდ, არ მიიღებს თავისი მოქალაქეების ხოცვას“ და არ დატოვებს უპასუხოდ.

ამასთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ზომების მიღების აუცილებლობას და თქვა, რომ ისრაელის მთავრობასთან საუბარში ხაზი გაესვა ნაბიჯებს, რომლებიც უნდა გადაედგათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად.

„ჩვენ მივუთითეთ ნაბიჯები, რომლის გადადგმაც მათ შეეძლოთ და უნდა გადაედგათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“, – განაცხადა ბლინკენმა.