ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ-მა უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 350 მილიონი დოლარი გამოუყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 350 მილიონი დოლარი გამოუყო. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა.
„დღეს ბრძანება გავეცი უკრაინისთვის დამატებით 350 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე, რათა დავეხმაროთ ქვეყანას, თავი დაიცვას რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომში“, – წერს ენტონი ბლინკენი.