ენტონი ბლინკენი - 9/11-მა გავლენა მოახდინა ჩვენი ერის ტრაექტორიაზე და იმაზე, თუ როგორ ურთიერთვქმედებთ სამყაროსთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„11 სექტემბრის ტერაქტების 20 წლისთავზე პატივს მივაგებთ 3 000-მდე მამაკაცს, ქალსა და ბავშვს, რომლებიც დავკარგეთ ნიუ იორკში, არლინგტონში და შენქსვილში იმ საშინელ დღეს.
თითოეული მათგანი იყო ვიღაცის შვილი, ვიღაცის მეგობარი. ბევრი ამერიკელისთვის, მიუხედავად იმისა, დავკარგეთ თუ არა ნაცნობები ან სად ვიყავით 9/11-ის ტერაქტის დროს, თავდასხმა იყო პერსონალური. დღესაც ასეა.
როგორც თავდასხმის შემდეგ დავინახეთ, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულება ჩვენ მიმართ და ჩვენი მათ მიმართ, არის წმინდა. მთელი მსოფლიოს გარშემო ხალხი აშშ-ის საელჩოებთან და საკონსულოებთან იკრიბებოდა – ლოცულობდა, მღეროდა და ტიროდა. ისინი ტოვებდნენ ხელწერილებს, ყვავილებს, სანთლებს, ნახატებს და სამახსოვრო ნივთებს.
როგორც ცხოვრების სხვა მოვლენებმა, 9/11-მა გავლენა მოახდინა ჩვენი ერის ტრაექტორიაზე და იმაზე, თუ როგორ ურთიერთვქმედებთ სამყაროსთან.
ამან მთელი თაობის მოტივირება მოახდინა, ემსახურათ ქვეყნისთვის. ზოგი ჟურნალისტი გახდა, ზოგი იურისტი ან ადამიანის უფლებადამცველი. ზოგი კი, ნებაყოფლობით შეუერთდა არმიას და ასობით ათასი გაემგზავრა ავღანეთში მსახურებისთვის. 2 641-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა სიცოცხლე ამ კონფლიქტს, მათ შორის 13 კაცი და ქალი დაიღუპა რამდენიმე კვირის წინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს, როდესაც ეს ომი დავასრულეთ. 20 ათასზე მეტი მოსამსახურე დაშავდა და უფრო მეტმა უხილავი ჭრილობები მიიღო. ჩვენ ქედს ვიხრით მათი მსხვერპლის წინაშე.
11-მა სექტემბერმა ასევე ბევრი შთააგონა, დაეწყოთ მუშაობა საგარეო სამსახურში – ადამიანებმა, რომლებიც შეუერთდნენ ჩვენს რიგებს, იცოდნენ, თუ როგორი რთულია და რამდენად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენს საქმეს. ისინი სრული ძალისხმევით ჩაერთნენ არსებულ გამოწვევებში. ბევრი მათგანი ახლაც მსახურობს.
ამ ძალისხმევისთვის ბევრმა გულითადმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე დათმო, მათ შორის ჩვენმა კოლეგებმა 2012 წლის 11 სექტემბერს ლიბიაში, ბენღაზიზე განხორციელებული თავდასხმის დროს.
ამ დღეს საკუთარ თავზე ვიღებთ იმ მუდმივ ძალისხმევას და გვახსოვს ის დიდებული შესაძლებლობები და პასუხისმგებლობა, რომლითაც მსოფლიოში აშშ არის წარმოდგენლი“, – ნათვქამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.