ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე (ენგურჰესთან) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ცალმხრივად.
აღნიშნულ მონაკვეთზე, მოძრაობის ორმხირვ რეჟიმში აღსადგენად ინტენისურად გრძელდება საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.