აფხაზურ მედიაში „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარიის შემდეგ გადაღებული ვიდეო გავრცელდა. კადრებში სადგურის დატბოროლი ნაწილი და დაზიანებული დანადგარები ჩანს.
სადგურის ტექნიკური დირექტორის, გია ხუბუას განცხადებით, სამანქანე დარბაზის ქვედა სართული 20 სანტიმეტრის სიმაღლეზე წყლით არის დაფარული. სავარაუდოდ, დაზიანებულია სატურბინე წყალსატარის მილი, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია.
ხუბუას ინფორმაციით, ელექტროსადგურის სრული დატვირთვით ამუშავებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.
შეგახსენებთ, ენგურჰესის დაზიანების გამო, თბილისსა და რეგიონებში გუშინ საღამოს ენერგომომარაგების მხრივ პრობლემები შეიქმნა.