„ენგურჰესი“  2019 წლის გაზაფხულზე გაჩერდება
„ენგურჰესი“  2019 წლის გაზაფხულზე გაჩერდება

„ენგურჰესი“ 3.5 თვით 2019 წლის გაზაფხულზე გაჩერდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰესის დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა.

2018 წელს კი რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდება.

ენგურჰესმა“ დღეს სემეკში საინვესტიციო გეგმა წარმოადგინა, რომელიც დონორებისგან 35 მილიონი ევროს დაფინანსებას და საკუთარი სახსრებიდან 27 მილიონი ლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ლევან მებონიას განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდში აფხაზეთის ენერგომომარაგება, სავარაუდოდ, რუსეთიდან იმპორტირებული ენერგიის მეშვეობით მოხდება.

“ენგურჰესზე” მასშტაბური რეაბილიტაცია სადერივაციო გვირაბს ჩაუტარდება.