წინასწარი ინფორმაციით, „გუმათჰესი ორზე“ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, რის შედეგადაც, აფეთქდა ძალოვანი ტრანსფორმატორი, – ამის შესახებ პირველ არხს კომპანია „ენერგოპროში“ განუცხადეს.
კომპანიის ინფორმაციით, მომხდარის გამო, დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი.
ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.
„მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავების საშიშროება არ არსებობს. უკვე აღდგენილია, ელექტროენერგიის მიწოდება ქუთაისში მცხოვრები აბონენტებისთვის. მოკლე პერიოდში მოვახერხეთ სისტემის გადაწყობა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – განუცხადა პირველ არხს „ენერგოპროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.
ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, კომპანია ჰესის ამუშავებას სარეზერვო ტრანსფორმატორით გეგმავს.
„გუმათჰესი 2“ წელიწადში, საშუალოდ, 127 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.