ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო კამპანიას - „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ იწყებს 
ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო კამპანიას - „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ იწყებს 

ენერგოომბუდსმენი მომავალი კვირიდან საინფორმაციო კამპანიას – „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“ იწყებს.

როგორც ენერგოომბუდმსნემა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა, დედაქალაქსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით შედგება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან.

მისივე თქმით, მოსახლეობას დაურიგდება საინფორმაციო ბუკლეტები, რისი საშუალებითაც მოსახლეობა შეძლებს, მიიღოს ინფორმაცია, როგორ უნდა მოიხმარონ ბუნებრივი აირი და რა წესები უნდა დაიცვან უსაფრთხოების მიზნის.

„მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციები და ცვლილებები აკრძალვები ან თუნდაც სანქციები, ვერაფერს გვიშველის, რადგან საქმე გვაქვს სიცოცხლესთან. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს შევუქმნათ უსაფრთხო გარემო და მომხმარებლებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია, რომ სწორად გამოიყენოს ეს სიკეთეები. ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასა და „ყაზტრანსგაზთან“. კამპანიას ვიწყებთ ავჭალიდან და გაგრძელდება დიდ ქალაქებში – ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში“, – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.