ენერგოომბუდსმენი - ინვესტიციების კომპონენტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტარიფზე
ენერგოომბუდსმენი - ინვესტიციების კომპონენტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტარიფზე

ინვესტიციების კომპონენტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტარიფის ოდენობაზე, –  ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა სამომხმარებლო ტარიფზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სემეკ-მა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საინვესტიციო გეგმების შეთანხმების კუთხით, რადგან ინვესტიციები, სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშებისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

ენერგოომბუდსმენის აპარატში წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან ბევრი საჩივარი, რომელიც ეხება მომსახურების ხარისხსს ყველა სექტორში. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით ინვესტიციების განხორციელებას, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიწოდების საიმედოობის გაზრდის კუთხით. ვინაიდან ინვესტიციების კომპონენტი შემდგომში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტარიფის ოდენობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ახლა ზუსტად იქნას შეთანხმებული, დაანგარიშებული და ჩადებული საინვესტიციო გეგმაში. ჩვენ ძალიან მკაცრ მონიტორინგს ვახორციელებთ მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით, ასევე აქტიურად ვართ სატარიფო საქმიანობაში და ინვესტიციების შეთანხმებულ ნაწილში“, – განმარტა სალომე ვარდიაშვილმა.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, ენერგომბუდსმენს უჭირს კონკრეტული პროგნოზის გაკეთება და ამბობს, რომ საბოლოო სურათი ყველა კომპონენტის დაანგარიშების შემდეგ გამოიკვეთება.

სემეკ-ის დღევანდელ საჯარო სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე იმჯელებს.