საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი პიტერ რაიანი - საქართველო ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტი პიტერ რაიანი - საქართველო ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე

საქართველოში ვიზიტისას დავრწმუნდი, რომ ეს ქვეყანა ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, – ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კონსულტანტმა, პიტერ რაიანმა განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანადელი და ბრიტანელი საინვესტიციო კონსულტანტები, ე.წ. ლოკაციის მენეჯერები საქართველოს სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით სტუმრობენ. ვიზიტის მიზანია საქართველოს ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორის გაცნობა და ამ მიმართულებთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა, რათა შემდგომში ინფორმაცია მიაწოდონ პოტენციურ ინვესტორებს.

ლოკაციის მენეჯერებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის უძრავი ქონებისა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

„რა თქმა უნდა, კანადაში დაბრუნებისას ჩემს კლიენტებს საქართველოს გავაცნობ, როგორც ქვეყანას, რომელიც ნამდვილად ღიაა ბიზნესისთვის და ფოკუსირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მარტივია აქ ბიზნესის გადმოტანა და ოპერირება. ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც ვმუშაობ, კლიენტთა მომსახურებაა და მინდა, აღვნიშნო, რომ ამ მხრივ საქართველოში არსებული ვითარება თვალში საცემია და პირადად დავრწმუნდი, რომ აქ საკმაოდ მაღალი მომსახურების დონეა. ეს კეთილმოსურნეობა ნამდვილად მნიშვნელოვანია იმ ინვესტორებისთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის გადმოტანას მოინდომებს ამ ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე დავრწმუნდით, რომ საქართველო არის დინამიკურად განვითარებადი, მომხმარებელსა და საერთაშორისო სიახლეებზე ორიენტირებული ქვეყანა. აქ სწორედ ის გარემოა, რომელიც უცხოელ ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლას და ინვესტირებას მოანდომებს“, – აღნიშნა პიტერ რაიანმა.