ენერგოომბუდსმენი - დენზე საშეღავათო თანხა 35-37 ლარია, გაზზე დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, ხოლო რეგიონებში 115 ლარამდე
ენერგოომბუდსმენი - დენზე საშეღავათო თანხა 35-37 ლარია, გაზზე დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, ხოლო რეგიონებში 115 ლარამდე

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მომხარებლებისთვის განმარტავს, კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება თანხობრივად რა ოდენობის საფასურს შეეხება.

მისი თქმით, თანხობრივ გამოხატულებაში, 200 კილოვატ საათი მოხმარებული ელექტროენერგია დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით დაახლოებით 30-დან 35 ლარამდეა, ხოლო 200 კუბური მეტრი გაზი – დედაქალაქში დაახლოებით 90 ლარი, რეგიონებში კი, დაახლოებით 115 ლარამდე.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.