„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლები, კომპანიის თანამშრომლების ნაწილთან ერთად, საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების 50 პროცენტით გაზრდა და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს მექანიზმის გამართვა.
აქციის მონაწილეები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას დიალოგის რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
აქციის მიზეზებსა და გეგმებზე დღეს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა ისაუბრა. ამის საპასუხოდ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განცხადება გაავრცელა.