„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

13:33, 19.04.2019

„ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლები, კომპანიის თანამშრომლების ნაწილთან ერთად, საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალისთვის ხელფასების 50 პროცენტით გაზრდა და ასევე ზეგანაკვეთური სამუშაოს მექანიზმის გამართვა.

აქციის მონაწილეები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას დიალოგის რეჟიმში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

აქციის მიზეზებსა და გეგმებზე დღეს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ამირან ზენაიშვილმა ისაუბრა.  ამის საპასუხოდ  „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ განცხადება გაავრცელა

მსგავსი