„ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიის პროფკავშირების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„ენერგო-პრო ჯორჯია“ კომპანიის პროფკავშირების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ამავე კომპანიის პროფკავშირების მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

„ჩვენი კომპანიის პროფკავშრების მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა ვერ მოიპოვა ვერანაირი მხარდაჭერა რეგიონებში, ამის გამო ისინი იძულებული გახდნენ და სთხოვეს თანამშრომლებს, რომ ადგილზე მაინც დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია, თუმცა ამაზეც უარი მიიღეს.

რაც შეეხება თბილისის აქციას, მიუხედავად დაანონსებული მასშტაბური აქციისა, კომპანიის პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, ოფიციალური მოწერილობის საფუძველზე, მოითხოვა თავისი 37 დელეგატის გაგზავნა თბილისში დილის 10:00 საათზე, თითქოს კრების ჩატარების მიზეზით. სავარაუდოდ, სწორედ ისინი იქნებიან დღევანდელ აქციაზე.

კომპანიის მენეჯმენტი მადლობას უხდის მისი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობის ერთსულოვანი თანადგომისთვის, რაშიც სრულიად დარწმუნებულნი ვიყავით“, – აცხადებენ კომპანიაში.

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლებთან ერთად, ხელფასები ზრდის მოთხოვნით დღეს აქციას გამართავენ.