„ენდიაის“ კვლევის თანახმად, ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგიში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს
„ენდიაის“ კვლევის თანახმად, ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგიში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევის თანახმად, ინსტიტუციების რეიტინგიში დადებითი შეფასების მხრივ პირველ ადგილზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა.

კვლევის შედეგებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 20 პროცენტი „ძალიან კარგად“ აფასებს, 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა „კარგია“, 21 პროცენტი  – „საშუალო“.

ამასთან, გამოკითხულთა 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სახლების საქმიანობა „ძალიან კარგია“, 47 პროცენტი –  „კარგი“, 27 პროცენტი – „საშუალო“.

რაც შეეხება ჯარის საქმიანობას, გამოკითხვის შედეგი შემდეგნაირია: „ძალიან კარგი“  – 8 პროცენტი, „კარგი“ – 47 პროცენტი, „საშუალო“ – 26 პროცენტი.

საქართველოს პოლიციის საქმიაობას გამოკითხულთა 6 პროცენტი „ძალიან კარგად“ აფასებს, 42 პროცენტი – „კარგად“, 34 პროცენტი  – „საშუალოდ“.

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.