ენდიაი - ინფორმაციის სანდოობის რეიტინგში „აზ ტე-ვე“-სა და საქართველოს პირველ არხს 3-3 პროცენტი აქვთ
ენდიაის კვლევის თანახმად, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის სანდოობის რეიტინგში „აზ ტე-ვე“-სა და საქართველოს პირველ არხს 3-3 პროცენტი აქვთ.
როგორც ენდიაიში აცხადებენ, აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
ნდობის თვალსაზრისით ტელევიზიების რეიტინგი ასეთია: „იმედი“ – 32 პროცენტი; „რუსთავი 2“ – 28 პროცენტი; „ტვ პირველი“ – 4 პროცენტი; „აზ ტე-ვე“ – 3 პროცენტი; პირველი არხი (საზ. მაუწყებელი) – 3 პროცენტი; „არმენია ტე-ვე“ – 2 პროცენტი; „ობიექტივი“ – 2 პროცენტი; „პალიტრა ტვ“ – ერთი პროცენტი; „ჯი-დი-ესი“ – 1 პროცენტი; „მაესტრო“ – 0 პროცენტი; „აჭარა TV“ – 0 პროცენტი; მეორე არხი (საზ. მაუწყებელი) – 0 პროცენტი; „კავკასია“ – 0 პროცენტი; სხვა – 2 პროცენტი; არც ერთს – 19 პროცენტი; არ ვიცი – 2 პროცენტი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინა.
კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.