ენდი მარეი ცინცინატის მასტერსზე ითამაშებს
ენდი მარეი ცინცინატის მასტერსზე ითამაშებს

მსოფლიოს ორმა ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – ბრიტანელმა, ენდი მარეიმ და ბელარუსმა, ვიქტორია აზარენკამ ცინცინატის „მასტერსის“ ორგანიზატორებისგან ძირითად ბადეში სპეციალური მიწვევა მიიღეს.

მარეი, ამჟამად, ATP-ის რეიტინგში TOP800-ის მიღმა იმყოფება. მას ორჯერ აქვს მოგებული ცინცინატიში – 2008 და 2011 წელს. ბრიტანელმა ორივეჯერ ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. აზარენკას ანგარიშზე ერთი მოგება მოდის – 2013 წელს.
ცინცინატის მოქმედი ჩემპიონები ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი და ესპანელი გარბინ მუგურუსა არიან. წელს ამ ქალაქში ტურნირი 11-19 აგვისტოს გაიმართება.