აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება – ქადაგება, ლოცვა და ევქარისტია 23:45 წუთზე დაიწყება.
სადღესასწაულო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 03:00 საათისთვის დაიწყება ფესტივალი, სადაც ახალგაზრდა მრევლი წაიკითხავს ლექსებს, იმღერებენ და ა.შ.
უკვე დილის 05:00 საათისთვის, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მსახურები, მრევლთან ერთად, ავტობუსებით ქალაქგარეთ, ტაბახმელას ტერიტორიაზე გავლენ, სადაც ცისკრის ლოცვას აღავლენენ.