ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში სირიაზე მიტანილ სარაკეტო იერიშში საფრანგეთის როლზე ისაუბრა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-სა და ბრიტანეთთან ერთად, სირიაზე მიტანილ სარაკეტო იერიშში საფრანგეთის როლზე ისაუბრა.
სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი არ დარჩებოდა უმოქმედოდ, როცა სირიიდან ვრცელდებოდა ქიმიური ნივთიერებით მოწამლული ქალებისა და ბავშვების სურათები.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი სირიის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს. ეს ფინანსები გადანაწილდება სირიაში მოქმედი არასამთავრობო სექტორსა და გაეროს სააგენტოებზე.