ემანუელ მაკრონის თანაშემწემ პარიზში გამართულ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილე სცემა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თანაშემწემ პარიზში პირველ მაისს გამართულ დემონსტრაციაზე აქციის მონაწილე სცემა.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო რამდენიმე ფრანგულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა, მათ შორის გამოცემა Le Figaro-მ.
1-ელ მაისს შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული დემონსტრაცია პარიზში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სცემს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ჩაფხუტიანი პირი მამაკაცს.
„ის განსაკუთრებულად აგრესიული იყო. როგორც ჩანს, ეშინოდა, რომ მას იცნობენ, ამიტომ შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა“,- განაცხადა ვიდეოჩანაწერის ავტორმა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცი საფრანგეთის პრეზიდენტის თანაშემწე ალექსანდრ ბენელიაა. ელისეის სასახლეში დაადასტურეს, რომ 1-ელ მაისს ის ნამდვილად იმყოფებოდა დემონსტრაციაზე როგორც დამკვირვებელი პოლიციის მხრიდან. მომხდარის შესახებ პრეზიდენტი დაუყოვნებლივ იყო ინფორმირებულია. ბენალიას ორი კვირით, 4-დან 19 მაისამდე უფლებამოსილება შეუჩერეს, ახლა კი ის ელისეის სასახლის ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფით არის დაკავებული.